25, მაისი 2018 14:05:00
ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაეცნო. ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის ჩამოსხმის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების 75 პროცენტი უკვე შესრულებულია. სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. 1200 ავტომობილისთვის მოეწყობა პარკინგის ადგილი. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.