25, მაისი 2018 14:04:00
ბათუმის ფრენბურთის კლუბის ვაჟთა და გოგონათა ასაკობრივმა გუნდებმა მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გაიმარჯვეს. სპორტსმენებმა სხვადასხვა კატეგორიაში იასპარეზეს და წარმატებას მიაღწიეს. სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ბათუმის მერი შეხვდა და ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა.