17, თებერვალი 2017 20:20:00
სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების, პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების, პროფესიული განვითარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას იწყებს. ზოგადი აგრონომიის მიმართულება, მცენარეთა დაცვა, მესათბურეობა, მექანიზაცია და ვეტერინარია - ეს ის მიმართულებებია, რომლებზეც სამინისტროს კონკურსი აქვს გამოცხადებული. სულ 10 სტუდენტის შეირჩევა და კადრები სტაჟირებას აგროსერვისცენტრში 6 თვის განმავლობაში გაივლიან. პროგრამა 1 მარტიდან დაიწყება. ახალი პროექტი მინისტრმა დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო.