26, მაისი 2018 20:37:00
ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადებას განაგრძობს. ოლიმპიადის წინა მოსამზადებელი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შეჯიბრი ჩატარდა დღეს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეჯიბრში საჭადრაკო კლუბ ნონას წევრები მონაწილეობდნენ. დღესვე ბათუმსა და თბილისში დაგეგმილი ოლიმპიადის ე.წ ინელექტუალური თილისმა - კუც გამოჩნდა.