ხუთშაბათი 23, მარტი 2017

ოპოზიცია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს აკრიტიკებს

17, თებერვალი 2017 20:24:00

ოპოზიცია აჭარის საავტომობილო დეპარტამენტს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საუბარია დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომლის თანახმადაც 5  მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენაა დაგეგმილი. ავტოპარკის განახლებაში სავარაუდოდ, 320 000 ლარი დაიხარჯება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ დეპარტამენტმა აღნიშნული ტენდერი უნდა გააუქმოს, სანაცვლოდ კი სპეც-ტექნიკა შეიძინოს. ნოდარ დუმბაძის თქმით, ინტენსიური თოვის შედეგად მაღალმთიან სოფლებში გზები სრულყოფილად არ იწმინდება, რადგან შესაბამისი ტექნიკა არ არსებობს. ოპოზიციის ბრალდებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორი პასუხობს.


დღის ამბები