კვირა 22, ოქტომბერი 2017

აჭარაში ხვალიდან გამოიდარებს

17, თებერვალი 2017 20:25:00

ბათუმში სამი დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების ცნობით,  დღეს დღის განმავლობაში დროგამოშვებით შენარჩუნდება თოვა.  საღამოს კი გამოიდარებს და უახლოესი სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. სანაპირო ზოლში ღამით იქნება 0 - 5 გრადუსი ყინვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა  ათ გრადუსამდე მიაღწევს. მაღალმთიან რაიონში არის ზვავსაშიშროება, ღამით -5 -10 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო. ზღვაზე  2-3 ბალიანი ღელვა იქნება.