29, მაისი 2018 14:08:00
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ერასმუს + ის საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რაც საინჟინრო განათლებაში ინოვაციური კომპენტეციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლებას ითვალისწინებს. სწავლება ასევე, თანამედროვე სამეწარმეო მიდგომების დანერგვასა და სტარტაპებისა და სპინოფების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.