29, მაისი 2018 17:19:00
ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. თანხის ნაწილი შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სამუშაოებს მოხმარდება. თანხა ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებისათვისაც გაითვალისწინეს. ცვლილებების მიხედვით, დაგეგმილია ავარიული სახლების მდგომარეობის შეფასება და ექსპერტიზაც. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მერიის სარეზერვო ფონდის გაზრდასაც, რომელსაც 200 ათასი ლარი დაემატა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ცვლილებას საკრებულოს ოპოციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.