17, თებერვალი 2017 05:22:00
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი - ახალციხის მიმართულების გზა ინტენსიურად იწმინდება. ამ დროისათვის შუახევი ხულოს მონაკვეთზე გზის თოვლის საფარისგან გაწმენდა დასრულებულია. მძიმე ტექნიკა კი დოლოგანი ქედის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მუშაობს. დეპარტამენტი მძღოლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. გზაზე გადაადგილება მხოლოდ ზამთრისთვის აუცილებელი საბურავებითაა რეკომენდირებული. შეფერხებებია პაქსაძეები გოდერძის მიმართულებით, სადაც თოვლის საფარი ერთ მეტრს აღემატება.