კვირა 22, ოქტომბერი 2017

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები ხულოში

17, თებერვალი 2017 05:23:00

ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებენ  ხულოშიც.  ირაკლი ჯორნებაძე  გამგეობა უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში   გზები ტექნიკის სიმცირის  გამო არ იწმინდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ მხოლოდ დიოკნისში იწმინდება გზა და სამუშაოებს  მთავრობის თავმჯდომარის ხულოში შესაძლო ვიზიტს უკავშირებს.  ოპონენტების  ბრალდებას უპასუხა მუნიციპალიტეტის გამგებელმა. ბესიკ ბაუჩაძე ამბობს  რომ გზების გაწმენდა ინტენსიური თოვის გამო ვერ ხერხდება. მისივე ინფორმაციით, დილიდან ავარიულად გაითიშა დიდაჭარისა და ირემაძეების 200მდე აბონენტი.  შეფერხებებია საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო მეცადინეობა მხოლოდ კვატიის საბავშვო ბაღში მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი ასევე ჩაიშალა ექვს  საჯარო სკოლაში.  მოქალაქეები ცენტრალურ მაგისტრალამდე ფეხით გადაადგილდებიან.