05, ივნისი 2018 20:01:00
აჭარის ხელბურთელ გოგონათა გუნდს განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შეხვდა და ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა. გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ვერცხლის პრიზიორი 14-ით 13 დაამარცხეს. სპორტსმენებმა თორმეტივე შეჯიბრში უმაღლესი ქულა აიღეს. ნაკრების პირველი ოფიციალური შეჯიბრება ივლისში გაიმართება. სამინისტრო გუნდსა და მწვრთნელებს ფულად ჯილდოს გადასცემს.