06, ივნისი 2018 14:05:00
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათ დეპარტამენტის საქმიანობა გააცნო. პრეზენტაციისას, რომელიც უნივერსიტეტის განახლებულ სამკითხველო დარბაზში გაიმართა სულხან ღლონტმა ყველა ის პროექტი განიხილა, რაც რეგიონში ტურისტების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარების კუთხით ხორციელდება. სტუდენტებთან საუბრისას მან ტურიზმის განვითარებისთვის განათლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზეც ისაუბრა.