06, ივნისი 2018 14:04:00
ქობულეთში, გურამ თამაზაშვილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. მან გურამ თამაზაშვილთან დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა და მომღერლის მიერ საკუთარი კუთხის გამორჩეულ სიყვარულსა და ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება. საღამოზე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ ანსამბლები "ქართული ხმები", "ალილო", მომღერალი დათუნა სირბილაძე. შესრულდა გურამ თამაზაშვილის სახელობის ქობულეთის სახელმწიფო ანსამბლ "მხედრულის" რამდენიმე სიმღერა და ცეკვა.