17, თებერვალი 2017 20:21:00
როდის გაიხსნება „ბათუმის მუზეუმი“ ? ეს კითხვა უკვე მეოთხე წელია აქტუალობას არ კარგავს. ბათუმში ყოფილი აბანოების შენობაში 200 კვ.მ ფართზე განთავსებულ მუზეუმში თავდაპირველი გეგმის მიხედვით ბათუმსა და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ექსპონატები უნდა გამოეფინათ. ამასთან ერთად საზოგადოებისთვის ბათუმის არქეოლოგიურ და მხარეთმცოდნეობის მუზეუმების საცავებში არსებული ექსპონატებიც უნდა წარედგინათ და იქვე უნდა განთავსებულიყო საიუველირო მაღაზია და ბარი.