12, ივნისი 2018 17:03:00
საკალმახე მეურნეობაში ჩართული ფერმერები, კალმახის წარმოების თანამედროვე სტანდარტებს გაეცნენ. ღონისძიების მონაწილეებმა კალამახის მოშენების, თევზსაშენებისა და სალიფსიტე მეურნეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ასევე, ისაუბრეს თევზის ძირითადი დაავადებების იდენტიფიკაციაზე. შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის ფორმატში განიხლეს კალმახის მწარმოებელ ფერმერთა ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.