13, ივნისი 2018 20:01:00
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება მიზანად საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი სასწავლო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადებას ისახავს. მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, სემინარები და კონფერენციები.