14, ივნისი 2018 14:41:00
ამ წუთებში ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია სახელოწოდებით - ,, საქართელოს ევროპული გზა" მიმდინარეობს. კონფერენიცია საგარეო საქმეთა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ არჩეული კურსით მოძრაობა მომავალშიც გააგრძელოს. მთავრობის მიერ მიღწეულ შედეგზე გაამამხვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართელოში ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პოლიტიკა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. მისივე განმარტებით, მათი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სტაბილურობა და უსაფრთხოება.