14, ივნისი 2018 14:10:00
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებმა გუშინ, გვიან ღამით ქუჩა გადაკეტეს და სატრანსპორტო მიმოსვლა შეაფერხეს. ადგილობრივებმა ამ ფორმით ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. ამბობენ, რომ აქ მაღალი გამავლობის მანქანები გადაადგილდებიან, რის გამოც მზიან ამინდში მუდმივად მტვერია, წვიან ამინდში კი ტალახია. მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არაერთი დაპირება მიიღეს წლების განმავლობაში, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.