14, ივნისი 2018 14:11:00
პრემიერ-მინისტრის გადადგომა და მიმდინარე მოვლენები შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ მასკარადის პერიოდი უნდა დასრულდეს, როცა უცებ ირჩევიან და ინიშნებიან პრემიერ-მინისტრები. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა ევროპულ გამოცდილებაზე, სადაც პარტიის ლიდერები ხდებიან პრემიერ-მინისტრები. მარგველაშვილმა მმართველ გუნდს მოუწოდა ბიძინა ივანიშვილი დაასახელონ პოსტზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კი კანდიდატურა მოქმედი გუნდიდან შეირჩევა. მმართველი გუნდის დეპუტატების განცხადებებით, მოსაზრებები კანდიდატურასთნ დაკავშრებით არსებობს, თუმცა ისინი კონკრეტული სახელი-გვარების დასახელებისგან თავს იკავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი სამ კანდიდატურას განიხილავს - გიორგი გახარიას, მამუკა ბახტაძეს და მაია ცქიტიშვილის.