19, ივნისი 2018 14:02:00
ხელვაჩაურის სპორტ-სკოლაში, გენადი ჩხაიძის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა. ბერძნულ-რომაურ ჭიდაობაში გამართულ შეჯიბრში 130 სპორტსმენი მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს 12 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ. გენადი ჩხაიძე მსოფლიოს სტუდენტური უნივერსაიდის ჩემპიონია. მისი სახელობის ტურნირი უკვე მესამედ ჩატარდა.