20, ივნისი 2018 14:06:00
ბათუმის საერთაშორისო სტადიონის მშენებლობის პროცეს დღეს აჭარის მთავრობის თავჯდომარე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად გაეცნო. მათი ინფორმაციით, სამშენებლო პროცესი გეგმა გრაფიკის მიხედვით შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები ხორციელდება. კომპლექსი უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონი მემბრანით იქნება გადახურული, მას რამდენიმე შესასვლელი ექნება და ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მაქნანაზე გათვლილი საპარკინგე ადგილი მოეწყობა. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.