22, ივნისი 2018 14:03:00
ბათუმის საპლაჟო ფეხბურთის გუნდმა პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის გუნდი დაამარცხა. „დინამო ბათუმმა“ „როსტოკ-რობენს“ 5-4 სძლია. 3-2 მოუგო მერვედფინალში ბელორუსიის ჩემპიონ „ბატეს“ და მეოთხედფინალში პოლონეთის ჩემპიონ „ლოძთან“ 5-9 დამარცხდა. პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება 28 მაისიდან 4 ივნისამდე პერიოდში გაიმართა. გუნდი ასპარეზობის შემდეგ ევროპის 8 საუკეთესო კლუბს შორისაა. წარმატება გუნდის წევრებს დღეს ბათუმის მერმა მიულოცა.