22, ივნისი 2018 14:12:00
სად უნდა განთავსდეს ბათუმში 9 აპრილის მემორიალი? ბათუმის მერია გამოკითხვას ატარებს. არსებულ ადგილზე, ანუ ზღვისპირა პარკში - უნივერსიტეტის მიმდებარედ, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში, დრამატული თეატრის მიმდებარედ, თუ გმირთა ხეივანში? - მოქალაქეებს ამ სამი ვერსიიდან ერთ-ერთის ან მათ მიერ შეთავაზებული ადგილმდებარეობის დაფიქსირება შეუძლიათ. გამოკითვა მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს და 25 ივნისს დასრულდება. 9 აპრილის მემორიალის ესკიზი კონკურსის გზით შეირჩა.