22, ივნისი 2018 14:19:00
ელგუჯა ბაგრატიონი "ქართული ოცნების" წევრებს მკვლელობაში ბრალდებულის მფარველობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის ფაქტს. დეპუტატის მტკიცებით, კონფლიქტი სავარაუდო მკვლელსა და სამართალდამცველს შორის ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, ინციდენტში მონაწილე პირები "ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ. ბაგრატიონის განცხადებით, დაპირისპირებაში ჩართული პოლიციელი არაერთხელ გამხდარა მმართველი პარტიის ოფისში დაშინების ობიექტი. ოპოზიციონერ დეპუტატს კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს.