22, ივნისი 2018 17:01:00
„ბულინგისგან თავისუფალი ზონა“ და „არ გახდე მსხვერპლი“ გრანტების ფარგლებში ამერიკულ კუთხეში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა - სოფელ წონიარისისა და ზემო წინსვლის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, აღნიშნული მცირე გრანტების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს. პროექტის ფარგლებში წონიარისის საჯარო სკოლასა და დასაქმების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.