20, თებერვალი 2017 20:22:00
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ტრეფიკინგის წინააღმდეგ კამპანიას ააქტიურებს. ორგანიზაცია სპეციალურ საინფორმაციო ბროშურებს ამზადებს, რომელიც საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სამიზნე ჯგუფებში დარიგდება. ბროშურებში აღნიშნულია, რომ სექსუალური თუ შრომითი ექსპლუატაცია, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა და ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობა კანონით დასჯადია. ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირების საინფორმაციო კამპანია დღეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, შსს-ს, იუსტიციის სამინისტოს და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის ადა დახმარების სახელმიწიფო ფონდის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის პროგრამების კოორდინატორი ესწრებოდნენ. პროექტს აშშ-ს მთავრობა აფინანსებს.