20, თებერვალი 2017 20:26:00
არ დავუშვებთ, რომ ბათუმში სტიქიური მშენებლობები მოხდეს-ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ზურაბ პატარაძის თქმით ისინი ძველ ბათუმს სტერილურ ზონად ვერ გამოაცხადებენ, იქ გაგრძელდება მშენებლობები, თუმცა კანონის ფარგლებში. თავმჯდომარის განმარტებით აჭარის მთავრობა ამ საკითხების გადაჭრაში აქტიურადაა ჩართული. მისივე თქმით გაგრძელდება მუშაობა და შეხვედრები როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე მერიასა და დარგის სპეციალისტებთან.