21, თებერვალი 2017 16:57:00
ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება. რამიშვილი აცხადებს, რომ ეთანხმება პრეზიდენტს. რამიშვილის განმარტებით, იგი პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტის რჩევის გათვალისწინებას ელოდება. ადვოკატი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმის გამომძიებელი მისგან გაუთქმელობის პირობის ხელმოწერას ითხოვს. მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა. რამიშვილი აცხადებს, რომ ის გამოძიებისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებას არ გეგმავს და შესაბამისად გაუთქმელობის ხელწერილის დადების აუცილებლობას ვერ ხედავს.