02, ივლისი 2018 17:03:00
დღეიდან მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, ძალაში დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი შევიდა. მასშტაბური საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 ათას ლარამდე. შემოსავალი 1%-იანი განაკვეთით დაიბერგრება.