03, ივლისი 2018 14:05:00
ხელვაჩაურის მერიამ მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების აღრიცხვა და მონიტორინგი დაიწყო. უწყების წარმომადგენლებმა კაფე-ბარებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტების დაცვისკენ უკვე მოუწოდეს. ტურისტული ობიექტების აღრიცხვის პროცესი რამდენიმე დღეში დაასრულებს.