21, თებერვალი 2017 20:23:00
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვიცე-პრემიერის პოსტსაც შეითავსებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერის განმარტებით, ალექსანდრე ჯეჯელავას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია ექნება. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით წამყვანი როლი მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ბიგვავას დარჩება. გიორგი კვირიკაშვილმა პირველი ორი ვიცე-პრემიერების ფუნქციებიც კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახა კალაძეს კი პოლიტიკური ვიცე-პრემიერი უწოდა.