21, თებერვალი 2017 20:22:00
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენში ვიზიტი შეაჯამა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორდღიანი ვიზიტი წარმატებული იყო. პრემიერი განსაკუთრებით გამოყოფს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსტან შეხვედრას. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება. პრემიერ-მინისტრი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა.