06, ივლისი 2018 14:04:00
,,ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ - პროექტის ფარგლებში, ბათუმში მყოფმა 21 - მა უკრაინელმა მოზარდმა შინდისის სკვერში გმირულად დაღუპული მებრძოლების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. პროექტში მონაწილე ბავშვები უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში ცხოვრობენ. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მშვიდობას, მომავალ თაობებების დამეგობრებასა და ომის შედეგად ტრავმირებული მოზარდების ფსიქორეაბილიტაციას. პროექტი საქველმოქმედო ფონდ ,,ალილო 2015“ - ის ინიციატივით ხორციელდება.