09, ივლისი 2018 14:02:00
ვროტსლავში საერთაშორისო ფესტივალში ,,კულტურული კოლეიდოსკოპი“ ანსამბლმა ,,ხორუმმა“ მიიღო მონაწილეობა. ქვემო სილეზიაში გამართულ ღონისძიებაში, ცეკვის ანსამბლი მაყურებლის წინაშე 5 საცეკვაო ნომრით წარსდგა. ფესტივალის ფარგლებში, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ანსამბლმა სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად მიწვევა მიიღო.