21, თებერვალი 2017 20:27:00
“ნადირობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დღეს ბათუმის საკრებულოში ხმაურისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე მიმდინარეობდა. სანადირო არეალის სიმცირე რეგიონში, სპორტული ნადირობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები, მონადირის ბილეთის გაცემის საკითხები და მონადირის სტატუსის მოსაპოვებლად დაგეგმილი ცვლილებები- ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც დღეს გარემოსდამცველები და მონადირეები ვერ შეთანხმდნენ.