10, ივლისი 2018 14:05:00
ბათუმში გვიან ღამით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა შავშეთის ქუჩაზე მოხდა. კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. კაცს ჭრილობა ზურგის არეში აღენიშნება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.