10, ივლისი 2018 17:01:00
ლადო ასათიანის ქუჩის N27-ში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აქ უკვე დამონტაჟდა სანიაღვრე და საკანალიზაციო მილები, ასევე, მოეწყო გარე განათების ბოძები, ქვაფენილი და ბორდიურები. ამ ეტაპზე დარჩენილია ასფალტის საფარის დაგება. სამუშაოების ღირებულება 1 144 072, 78 ლარს შეადგენს.