12, ივლისი 2018 14:03:00
„წერილები ჯარისკაცებს“- პროექტის ფარგლებში, ავღანეთში, „მარმალის“ ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს. „წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. ჯარისკაცებმა საპასუხო წერილები დაწერეს, რომელსაც მოზარდები უკვე საქართველოში წაიკითხავენ. IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება და საპატრულო რაიონის კონტროლია.