12, ივლისი 2018 14:05:00
სოფელ სარფში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, წყლის ხარისხს გააუმჯობესებს. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ალსოფი“ ახორციელებს, რისთვისაც 147 000 ლარი დაიხარჯება. სარფში, სამუშაოები 15 მარტს დაიწყო და 5 თვეში დასრულდება.