12, ივლისი 2018 14:09:00
ბათუმი ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი სავარაუდოდ თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც რეგიონს ახალი მთავრობის თავჯდომარე ეყოლება. ეთერ მაჭუტაძე "მაცნესთან" საუბარში ამბობს, რომ იგი ზურაბ პატარაძის გუნდის წევრი იყო და ახალი თავჯდომარის დანიშვნის შემდეგ ამ თანამდებობაზე საკუთარ თავს აღარ მოიაზრებს. როგორც თავად აცხადებს, არც ხელახალ შეთავაზებას დათანხმდება. ეთერ მაჭუტაძემ ჯერჯერობით არ იცის სად გააგრძელებს მუშაობას სამომავლოდ. მაჭუტაძეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ დაუწერია, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, დირეტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამშრომლებს უკვე ემშვიდობება. შეგახსენებთ ეთერ მაჭუტაძემ აღნიშნული პოსტი 2017 წლის 10 იანვარს დაიკავა.