13, ივლისი 2018 14:08:00
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირეს. ორგანიზაცია მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობას ითხოვს. იურისტების თქმით, სწორედ კონსტიტუციით უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი და შეიცვალოს შესაბამისი ნორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ მთავარ პრობლემად დარჩება საბჭოს მუშაობის გაუმჭვირვალეობა.