13, ივლისი 2018 14:05:00
Agroface.ge- ახალი ინტერნეტ პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. სავაჭრო ურთიერთობები, ელექტრონული ონლაინ კონსულტაციები, აგროკომუნიკატორი - ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენლებმა ქობულეთელ ფერმერებს ის სერვისები გააცნეს, რომლის მიღებაც აგროპორტალის მეშვეობითაა შესაძლებელი. არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ინიციატივით „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფარგლებში, პორტალი ერთი თვის წინ შეიქმნა და 5 ენოვანია. Agroface.ge-ზე სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართულ ფერმერთა ბაზააცაა განთავსებული.