17, ივლისი 2018 20:14:00
"გულდასაწყვეტია, რომ მივიღეთ მორჩილი პრეზიდენტი" - ასე აფასებს გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ოპოზიცია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, მარგველაშვილმა ვერ გაბედა აჭარის მთავრობის თავჯდომარეობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენა. ასმათ დიასამიძე განმარტავს, რომ არმაზ ახვლედიანის დასახელების შემთხვევაში რეგიონში პოლიტიკურად საინტერესო პროცესები იქნებოდა. ქვეყნის პირველი პირის პოზიციას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის აჭარის მთავრობის თავჯდომარეობის კანდიდატად დასახელება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან იგი ერთადერთი გამორჩეული კანდიდატია, რომელიც კარგი მეთაური იქნება.