17, ივლისი 2018 20:06:00
ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, კორპუსის სარდაფში კაცის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ადგენს. "მაცნეს" თვითმხილველებმა პირად საუბრებში უთხრეს, რომ შუახნის კაცი ელექტროენერგიის მავთულთან შემხებლობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში და კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" არ ადასტურებენ. აქ განაცხადეს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მოქალაქის გარდაცვალება სავარაუდოდ ჯანმრთელობის პრობლემებმა გამოიწვია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.