17, ივლისი 2018 20:04:00
ხვალ გახდება ცნობილი მიენიჭება თუ არა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება. გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზე გახმიანდება. ზღვისპირა ქალაქში ACES ევროპის პრეზიდენტი და შემფასებელი კომისიის წევრები იმყოფებიან. ისინი სპორტული ობიექტების მდგომარეობას გაეცნობიან. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ბათუმის მერიაში გაიმართა, სადაც მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.