18, ივლისი 2018 20:12:00
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე უკვე წარადგინა. ჯერი ახლა უმაღლეს საბჭოზეა. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს, კანდიდატის და მის მიერ დასახელებული მინისტრთა კაბინეტის წევრების დასამტკიცებლად ორ კვირიანი ვადა აქვს. ხვალ კი რიჟვაძე გუნდთან ერთად დეპუტატების წინაშე წარსდგება. რა კითხვები აქვს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს კანდიდატებთან და რა პროცედურები მიმდინარეობს პლენარულ სხდომაზე განხილვამდე უმაღლეს საბჭოში.