18, ივლისი 2018 20:05:00
არჩილ გუჩმანიძემ თანამდებობა დატოვა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში წასვლის მიზეზად გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან იდეური და თემატური შეუთავსებლობა დაასახელა. გუჩმანიძემ განმარტებები დღეს მედიისთვის არ გააკეთა. “სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არავინ აღმოჩნდა 90-წლიანი სკოლის დამფასებელი. ვწუხვარ რომ ვერ შევძელი ამ სკოლის გადარჩენა და აღორძინება. - წერს გუჩმანიძე.