18, ივლისი 2018 20:04:00
„ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმში უკვე აშენებულ, მშენებარე მრავალბინიან კორპუსებსა თუ სხვა მსხვილ ობიექტებს, ელექტროენერგიას ვერ აწვდის. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი აბონენტების ქსელზე მიერთება საკმარისი სიმძლავრის არარსებობის გამო ვერ ხერხდება. ამის გამო ოთხმა კომპანიამ სემეკსაც კი მიმართა. სემეკში აცხადებენ, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ ეძლევა საშუალება შეიტანოს დამატებითი სიმძლავრეები ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრად გაზრდის გამო.