18, ივლისი 2018 20:03:00
ბათუმს შესაძლოა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭოს. რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ქალაქმა სტატუსის მიღებისთვის, აკმაყოფილებს თუ არა ბათუმი ორგანიზაციის მოთხოვნებს და რამდენად არის შანსი 2019 წელს ბათუმი გახდეს სხვადასხვა სპორტული ღინისძიების მასპინძელი? საორგანიზაციო საკითხები დღეს პრესკონფერენციაზე განიხილეს. შემფასებელი კომისიის წვრები ბათუმში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. მათ უკვე მოინახულეს სპორტული ობიექტები, შეაფასეს არსებული მდგომარება და გაეცნენ სამომავლო პროექტებს. საბოლოო პასუხი კი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.