20, ივლისი 2018 20:04:00
20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარის კოლონადებთან სპეციალურად მოწყობილ სივრცეში აქტივობა გაიმართა. აქ მისულ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა მიეცა თავისი ინტელექტუალური ცოდნის გამოვლენა დიდოსტატ მირანდა მიქაძესთან. პროგრამის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა, მათ შორის ქორეოგრაფიული, მუსიკალური შოუები და გასართობი თამაშები. შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება. მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის 4000ზე მეტი მოჭადრტაკე მიიღებს მონაწილეობას.